სასკოლო ოლიმპიადა
სასკოლო - შემოქმედებითი ოლიმპიადა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი:
IX-X კლასები
პედაგოგი: მაია ფანჩულიძე
რეფლექსია
სასკოლო ოლიმპიადისათვის მზადება 2017-2018 სასწავლო
წლის სექტემბრიდან დავიწყე. ჩემ მიერ მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი IX –X კლასის მოსწავლეებისაგან
შეირჩა. შევადგინე პროგრამა, რომელშიც განვსაზღვრე მიზნები, სტანდარტები და მიმართულებები.
პროგრამა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავებას ესგ-ს მოთხოვნათა მიხედვით (მიმართულებით:კითხვა
და წერა. (IX.6; IX.9; IX.12; X.6; X.8;X.9; X.15; X.16). ქართული
ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის 1-ლი ტურის საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გრამატიკულ
სავარჯიშოებს მოიცავს, ამიტომაც გადავწყვიტე
ყურადღება გამემახვილებინა სინტაქსთან დაკავშირებულ საკითხებზე. შევარჩიე რესურსები
და აქტივობები ცოდნის განმტკიცების მიზნით, კერძოდ: მინილექცია, გონებრივი იერიში,
კითხვების საშუალებით წევრების ამოცნობა, საანალიზო სავარჯიშოები, შეცდომებიანი ტექსტები.
თითოეული მათგანი შეესაბამებოდა ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმებას რიცხვში,
წინადადების აგებულებას, რომელიც წევრ-კავშირის ადგილსა და რიცხვს
რთულ ქვეწყობილ წინადადებაში.
მოსწავლეებს მუდმივად ვამყოფებდი მზაობაში, რათა შესაბამისად
წარმოეჩინათ შეძენილი ცოდნა, იმ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, რასაც სასკოლო
ოლიმპიადის დებულება მოითხოვდა. მონაწილეები დიდ მონდომებას ავლენდნენ მომზადების პროცესში.
მიღებული ცოდნისა და საანალიზო სავარჯიშოებზე დაყრდნობით, თავად ასწორებდნენ ერთმანეთის
ტექსტებს, ამოიცნობდნენ შეცდომებს, განიხილავდნენ, ახსნიდნენ და გამოჰქონდათ დასკვნები
გრამატიკული წესების მიხედვით. ისინი აცნობიერებდნენ მართლწერის მნიშვნელობას.
მინდა აღვნიშნო, რომ მეორე
ტურის დავალებები სულ სხვა თემატიკას მოიცავს, რის გამოც ტექსტებზეც მიწევდა მუშაობა.
რესურსად გამოვიყენე როგორც მხატვრული, ისე პუბლიცისტური ტექსტები. (ნიკო ლორთქიფანიძის
,,ხელოვანთა ყავახანა“, ,,გული“, ,,მოლოდინში“; დავით კლდიაშვილის ,,როსტომ მანველიძე“;
კიტა აბაშიძის ,,ცხოვრება და ხელოვნება“; რეზო ყარალაშვილის-მხატვრული ტექსტის აღქმა;
ილია ჭავჭავაძის ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“) განვიხილეთ წინა ოლიმპიადის დავალებები.
მოსწავლეები იაზრებდნენ ტექსტს, ახასიათებდნენ პერსონაჟს, მსჯელობდნენ ავტორის შეხედულებებზე,
პრობლემაზე, რომელიც დაინახეს ტექსტში. მეცადინეობისას თავად ქმნიდნენ წერილობით ნაშრომს
მოცემული პირობის მიხედვით, გადმოცემდნენ საკუთარ
თვალსაზრისს. ასეთი მუშაობით მათ განუვითარდათ გააზრების, გაანალიზების, მსჯელობისა და
წერითი უნარები.
მოსწავლეებში ვხედავდი დიდ
მონდომებას, პასუხისმგებლობას. ვთვლი, რომ ჩემი და მათი ძალისხმევით ნაწილობრივ შედეგს
მივაღწიე.
ოლიმპიადაში მონაწილეობდა 16 მოსწავლე ( IX- X ), აქედან
მინიმალური ზღვარი გადალახა 14-მა, ხოლო ანა
კუბლაშილი 39 ქულით (რეიტინგით მე-11) გადავიდა მე-2 ტურში.
I ტურის მინიმალური ზღვარი - 24ქ.
მონაწილეთა შედეგები:
1.აბულაძე გიორგი(IXკლ.) - 28ქ.
2.ბოჭორიშვილი მარიამ (IXკლ.) - 28ქ.
3.ბუბაშვილი თეა (IXკლ.) - 22ქ.
4.მახათაძე ლელა(IXკლ.) - 34ქ.
5. არაბიძე ანანო(Xკლ.) - 24ქ.
6.ბრეგაძე ირაკლი (Xკლ.)- 31ქ.
7.ბრეგაძე მარიამ (Xკლ.) -25ქ.
8.ბუბაშვილი ლანა(Xკლ.) - 30ქ.
9.ბუცხრიკიძე ლუკა(Xკლ.) - 32ქ.
10. გურაბანიძე მარიამ(Xკლ.) - 26ქ.
11.ისაკაძე ანანო(Xკლ.) - 33ქ.
12.ისაკაძე თათია(Xკლ.) - 31ქ.
13.კუბლაშვილი ანა(Xკლ.) - 39ქ.
14.ობოლაძე მარიამ(Xკლ.) - 27ქ.
15.ობოლაძე ნინო(Xკლ.) - 21ქ.
16.ცირეკიძე გურამ(Xკლ.) - 27ქ.
მეორე ტურის მინიმალური ზღვარი ანა კუბლაშილმა გადალახა 23ქულით.
ჩემი აზრით, კარგი შედეგის მისაღწევად
უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მომავალში დავსახავ
მეტად ეფექტურ, შედეგზე ორიენტირებულ სამოქმედო პროგრამას. დიდ ყურადღებას მივაქცევ
სტილისტურ ხარვეზებსა და პუნქტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. განვიხილავ სხვადასხვა
ავტორის მოსაზრებებს, უფრო მეტ დროს დავუთმობ პუბლიცისტური ტექსტების განხილვას. ზუსტად დავგეგმავ იმ სტრატეგიებს, რომლებიც
დაეხმარება მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში.
Comments
Post a Comment