პირველი მეცადინეობა


პირველი მეცადინეობა
27 ოქტომბერს  ჩავატარე  წრის  პირველი მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზნები და მისაღწევი შედეგები, შემდეგ კი გაკვეთილი მინილექციით გავაგრძელე,რომელიც  მოიცავდა ენის რაობასა  და არსებით სახელთან დაკავშირეულ მართლწერის საკითხებს. მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო რომ ყოფილიყო ენის ნორმები,  წარვუდგინე ელექტრონული რესურსი(იხ.დანართი1). აღვნიშნავ, რომ გეგმით გათვალისწინებული არ მქონდა გონებრივი იერიში,გაკვეთილის მსვლელობიდან გამომდინარე მიზნად მივიჩნიე ზემოაღნიშნული აქტივობის გამოყენება,რისი მეშვეობითაც ბავშვებმა გაიხსენეს არსებითი სახელის ბრუნება, კუმშვა, კვეცა. ყურადღება გავამახვილებინე ადამიანთა საკუთარ სახელთა  და გვართა ბრუნებაზე. მოსწავლეებს, რომლებიც ორ  ჯგუფად მყავდა დაყოფილი, დავურიგე სავარჯიშოები ანალიზისათვის(იხ.დანართი 2). მათ უნდა ამოეცნოთ შეცდომები და  აეხსნათ ისინი. ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე სახალისო თამაში ,,მებაღე“, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჩამოეთვალათ ხილის სახელწოდებები, ჩაესვათ ბრუნვებში და ამოეცნოთ ცვლილებები (იხ.დანართი3).შემდეგ  კი ჯგუფებმა შექმნეს ტექსტები დასახელებული ხილის გამოყენებით (პირველმა -,,ჩემი ბაბუს ბაღი“, ხოლო   მეორემ- ,,შემოდგომის სუფრა“.იხ.დანართი4). საბოლოოდ კი წრის წევრებმა სტენდისთვის შექმნეს რესურსი, რომელიც ითვალისწინებს ქართული ენის ნორმებისათვის დამახასიათებელ სწორ ფორმებს(იხ.დანართი5).

დანართი1




დანართი2
სავარჯიშოები  ანალიზისათვის
ა)ქარიშხალის მოლოდინში ყველა დაზაფრული იყო. ელენე ყურადღებით აკვირდებოდა პეპელას ფარფატს.. ეთერიმ ძმას ამანათი გაუგზავნა. თბილის და ქუთაის მზე დაჰნათოდა.
ბ)პატარა გიორგი მამალის ყივილმა შეაშინა. აგურის ქარხანის მუშებმა გადაწყვიტეს სიღნაღში წასვლა. ოთარიმ ნათესავები მოინახულა. დმანის მწერალთა დელეგაცია ესტუმრა.

დანართი3


დანართი 4




დანართი5
არასწორია                                                              
                                                                             სწორია
ამბავის                                                                ამბის
კაკალის                                                               კაკლის
ყურძენის                                                             ყურძნის
ხუცესები                                                             ხუცები
კაცათ                                                                  კაცად
ცისკარის                                                             ცისკრის
მოყვარის                                                            მოყვრის
მეეზოვეს  ცოცხი                                                მეეზოვის ცოცხი
მამა და შვილმა                                                   მამამ  და შვილმა
და და ძმას                                                         დასა  და  ძმას






Comments

Popular posts from this blog

მეექვსე მეცადინეობა

მესამე მეცადინეობა