მეექვსე მეცადინეობა

კომპოზიტების მართლწერა     
ჯეოკაბინეტში ჩავატარე  წრის  მეცადინეობა.მოსწავლეებს გავახსენე რით განსხვავდება ძირეული, წარმოქმნილი და რთული სიტყვები ერთმანეთისაგან. თეორიული მასალის გაცნობით, სავარჯიშოების გამოყენებით, რთული სახელებისგან აბსტრაქტული სახელების წარმოებამ  კიდევ უფრო გაუღრმავა ცოდნა მოსწავლეებს კომპოზიტების მართლწერის შესახებ, ხოლო ტექსტის რედაქტირება  ინდივიდუალურად შეასრულეს.
საბოლოოდ შექმნეს რესურსი.
სასწავლო რესურსი რომელიც ჯეოკაბინეტში გამოვიყენე.


რთული სიტყვების  (კომპოზიტების) მართლწერა
კომპოზიტი ჰქვია რთულ სიტყვას, რომელიც ორი ან ორზე მეტი ფუძისგან შედგება. მაგალითად, დედა მარტივია, რადგან ერთი ფუძისაგან შედგება, დედაკაცი კი რთულია, რადგან ორი ფუძისაგან შედგება. ასეთს  რთული სიტყვა,  ანუ კომოზიტი ჰქვია.
კომპოზიტი შეიძლება იყოს ერთცნებიანი ან ორცნებიანი. ეს რომ გავიგოთ , ორ კომპოზიტს დავაკვირდეთ: დედაკაცი ერთი ადამიანია, ამიტომ ის ერთმნიშვნელობიანია.დედ-მამა ორ აზრს, ორ მნიშვნელობას შეიცავს, ამ სიტყვაში ორი პიროვნებაა, ამიტომ ის ორწევრიანია და ორცნებიანია.
Ø  თუ რთული სიტყვის შემადგენელ სიტყვებს შორის  და კავშირი ისე ჩაისმის, რომ აზრი არ იცვლება, მაშინ რთული სიტყვა დეფისით დაიწერება.
Ø  სახლ-კარი < სახლი და კარი
Ø  მთა-ბარი < მთა და ბარი
Ø  ხელ-პირი< ხელი და პირი






დაიმახსოვრეთ:
თუ დეფისიანი სიტყვისაგან თავსართ-ბოლოსართებით ვაწარმოეთ ახალი სიტყვა, ეს სიტყვა უკვე  უდეფისოდ , შერწყმულად დაიწერება:
სახლ-კარი > უსახლკარო
და-ძმა  > დაძმებიანი;
დედ-მამა > უდედმამო

Ø  შერწყმულად იწერება რთული სიტყვა, რომელშიც და კავშირის ჩასმა შეუძლებელია;
Ø  კურსდამთავრებული, გულამოვარდნილი, სახლკარმოშლილი, ხელფეხშეკრული.
ისეთი რთული სიტყვებიც არსებობს, რომლებიც ერთი და იმავე სიტყვის გაორკეცებით  არის მიღებული; ისინიც დეფისით იწერება:
Ø  მთა-მთა, ნაპირ-ნაპირ, ხმელ-ხმელი , ჭრელ-ჭრელი, ლამაზ-ლამაზი;
თუ კომპოზიტი ფუძემონაცვლე, ხმოვანმონაცვლე სახელებისაგან შედგება, ის ერთად იწერება:
Ø  რახარუხი, ჩხარაჩხური;
Ø  ჩიფიფი, თვალთვალი, ცისკარი, წამწამი-  ცალკე  აღებული არაფერს ნიშნავს,, ასეთ შემთხვევაში ის ერთად იწერება.
 დაიმახსოვრეთ:
და კავშირით შეერთებული კომპოზიტი ერთად იწერება:
Ø  სხვადასხვა, გულდაგულ, კარდაკარ, დღედაღამ
Ø  ცალ-ცალკე  იწერება: ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო და უფრო..             სავარჯიშო ანალიზისათვის:
             მონადირემ თოფ-იარაღი აისხა.  მან მთა-ბარი შემოიარა. ოცდაერთი დღე გავიდა ქათმის კრუხობიდან და გამოიჩეკა ლამაზ-ლამაზი, ყვითელ-ყვითელი წიწილები.გლეხკაცი დაღონებული გასცქეროდა გზას. მოხუცი გზადაგზა ისვენებდა. დედაკაცი გულამოსკვნილი ტიროდა. მშვილდისრიანი მონადირე  ტყე-ტყე დაეხეტებოდა.     

        აწარმოეთ აბსტრაქტული სახელები ნიმუშის მიხედვით
            და-ძმა                                                              დაძმობა
            სტუმარ-მასპინძელი
            დედა-შვილი
            ნათელ-მირონი
           თავად-აზნაური    მამა-შვილი

                                                                                                                                                            
              ტექსტის რედაქტირება
             ოთახიდან რახა-რუხი ისმოდა. უდედ-მამო ბავშვი ბებოსთან იზრდებოდა. დედამ შვილებს სხვა-და -სხვა  სათამაშო უყიდა.  დედას უფროდაუფრო ენატრებოდა საზღვარგარეთ წასული შვილი. ახალ-გაცნობილი სახლში მიიპატიჟა. ქმარმა ცოლშვილი დასასვენებლად გაუშვა.

               რესურსი
               არასწორია                                                                 სწორია
              დედმამა                                                                    დედ-მამა
              მთაბარი                                                                     მთა-ბარი
              წამ-წამი                                                                      წამწამი
              რახა-რუხი                                                                  რახარუხი
             კარ და კარ                                                                  კარდაკარ
             ნაპირნაპირ                                                                 ნაპირ-ნაპირ
             დედ-მამიანი                                                                დედმამიანი
             სხვა და სხვა                                                                სხვადასხვა
             ბედის-წერა                                                                  ბედისწერა
            ბოლოსდაბოლოს                                                        ბოლოს და ბოლოს        
                                                                                                                      
                

      



























Comments

Popular posts from this blog

მესამე მეცადინეობა

პირველი მეცადინეობა