მესამე მეცადინეობა
მესამე მეცადინეობა მიზნად ისახავდა ზედსართავ სახელთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს. მინილექციით გაკვეთილის დაწყებამ და ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს ვენის დიაგრამა დამოუკიდებლად შეევსოთ. აღნიშნეს, რა საერთო მახასიათებლები აქვს არსებითსა და ზედსართავ სახელებს. მუშაობის პროცესში პირველმა ჯგუფმა ჩამოწერა ვინ და რა ჯგუფის სახელები, ხოლო მეორე ჯგუფმა კი- ზედსართავი სახელები. ცოდნის განმტკიცების მიზნით მათ დაევალათ ზედსართავი სახელებით მდიდარი ტექსტის შექმნა.

ჩვენი ეზო
მზიანი დილა გათენდა. შემოდგომის ფერებით თავს იწონებდა ჩვენი ეზოს ხეები. წითელი, ყვითელი, მწვანე ფოთლები ნიავის ქროლვაზე ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. მზის სხივებით გამთბარ ეზოში პატარა ბავშვები ჟრიამულობდნენ და აშრიალებდნენ ჩამოცვენილ, ყავისფერ ფოთლებს.
II ჯგუფი
შემოდგომის ტყე
მოვიდა შემოდგომა და თავისი ჯადოსნური ფუნჯით მოქარგა გარემო. ყველფერს თავისი კვალი დაატყო. ტყე ზღაპრული ფერებით შეიმოსა. ერთმანეთს ენაცვლებოდა მწვანე, წითელი , ყვითელი ფოთლები. ათასფერად შეფოთლილი ხეების ქვეშ ანკარა ნაკადული მირაკრაკებდა.
რესურსის შექმნა
არასწორია სწორია
მოწითელო მოწითალო
უკარგესი უკეთესი უცუდესი უარესი უტკბილესი უტკბესი მოსქელო მოსქო უსქელესი უსქესი მოიისფერო მოისფერო უგრძელესი უგრძესი
Comments
Post a Comment