სასწავლო რესურსი
სასწავლო რესურსი
,,იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს
ერთვის…“
ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი მოიცავს power point - ის
პროგრამაში სლაიდებზე განთავსებულ ფოტომასალას,რუკებს, ისტორიულ
ცნობებს,ინფორმაციებს სასულიერო პირებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ. აღნიშნული რესურსი შექმნილია X კლასელებისათვის, შეესაბამება
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს.
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია
მონაწილეობის მიღება
საკლასო და
სასკოლო დისკუსიებში.
·მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
· მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
· იყენებს
ფაქტებს (მაგ.,
სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს
სხვადასხვა წყაროდან
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
მიმართულება: კითხვა
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ჟანრის
მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და
მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· საუბრობს
იმის შესახებ,
თუ რაზე
დააფიქრა მხატვრულმა თუ ისტორიულმა
წყარომ;
· აკრიტიკებს ან იზიარებს
ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის
შეხედულებებს (მოჰყავს
ციტატები ტექსტიდან
საკუთარი აზრის
ნათელსაყოფად); · მსჯელობს
პრობლემაზე, რომელიც
დაინახა თხზულებაში;
მიმართულება: წერა
· გადმოსცემს წაკითხულით ან ნანახით აღძრულ
შთაბეჭდილებებს;
·გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ
დამოკიდებულებას;
·მოიხმობს ადგილებს
ტექსტიდან საკუთარი
აზრის დასასაბუთებლად.
რესურსი მრავალჯერადია. იგი ხელს
უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მასწავლებლისა
და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობას, შემეცნებითი უნარის განვითარებას. მოსწავლე
ინტერესდება და თავად იძევს ინფორმაციას
ამა თუ იმ ტაძრის, სასულიერო პირისა თუ
იმდროინდელი ეპოქის შესახებ. დამოუკიდებლად შეძლებს კლასის წინაშე
წარმოადგინოს პრეზენტაცია. თავად შექმნის სხვადსხვა სახის წერილობით ტექსტსა
თუ სურათებს.
ამრიგად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
მოსწავლე სხვადსხვა სიტუაციაში მოახდენს ცოდნის გადატანას ანუ ტრანსფერს.
აღნიშნული რესურსი ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ისტორიის მასწავლებლისათვის
VIII –IX საუკუნეების ტაო-კლარჯეთის სამეფოსა და კულტურულ-აღმშენებლობითი
საქმიანობის შესახებ.
რეფლექსია
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩემ მიერ შექმნილი
სასწავლო რესურსი ,,იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის…“ X კლასელთათვის განკუთვნილმა თემატიკამ განაპირობა, კერძოდ,
გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“, რომელიც
ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს როგორც ტაო-კლარჯეთის ისტორიის, ისე სასულიერო პირებისა და ეკლესია-მონასტრების
შესახებ. ამრიგად, კონკრეტულ თემაზე ელექტრონული რესურსის გამოყენებამ მრავალფეროვანი გახადა სასწავლო პროცესი და დასახულ მიზანს მიმაღწევინა. მიწოდებულმა
ინფორმაციამ VIII –IX საუკუნეების შესახებ, რუკებმა და მასზედ განთავსებულმა ეკლესია-მონასტრების
ფოტოებმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი
გამოიწვია. მათ გაიხსენეს ისტორიული
წყაროები, დააკავშირეს აღნიშნულ
საუკუნეებს, უფრო ვრცელი ინფორმაცია
მოიძიეს როგორც აშოტ კურაპალატის, ისე გრიგოლ ხანძთელის შესახებ. ისინი ზეპირი
პრეზენტაციით წარსდგნენ კლასის წინაშე. ერთმანეთის მიმართ დასმულმა შეკითხვებმა,
მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვია და აქტიური გახადა გაკვეთილი.
მინდა აღვნიშნო, რომ ელექტრონული რესურსი
სოციალურ ქსელებში გადავუგზავნე Xკლასელებს, რათა თავად შეძლებოდათ
ნებისმიერ დროს მისი დათვალიერება. ასეთმა სვლამ ტექსტის შესწავლისას შედეგი
გამოიღო. მოსწავლეებს გაუადვილდათ რუკის საშუალებით დაედგინათ ნაწარმოებში
დასახელებული ეკლესია-მონასტრების ადგილმდებარეობა.
აღსანიშნავია
ისიც,რომ ტაო-კლარჯეთში დღევანდელმა მონასტრების მდგომარეობამ არაერთი მოსწავლე
დააფიქრა, მათ თავად შექმნეს ჩანახატები აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით:
,,სადაც გმინავენ ძველი ლოდები...“,
,,ოდესღაც საქართველო აქედან
იწყებოდა...“ ; (ინფორმაციები განთავსებულია ბლოგზე). მოსწავლეებს
რესურსის გამოყენებით განუვითარდათ
შემეცნების, ურთიერთთანამშრომლობის, ჩართულობის,ინფორმაციის მოძიების, მსჯელობის,
ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
რესურსი გამოიყენა როგორც ქართულის მასწავლებელმა, ისე ისტორიის
მასწავლებელმაც.
მაია ფანჩულიძე
.http://taoklarjeti.com/index.php/taoklarjeti/history/hostory-of-tao-klarjeti
https://ka.wikipedia.org/wiki/ნეძვი
https://ka.wikipedia.org/wiki/არტანუჯის_ციხე
მოსწავლეთა შემოქმედება
Comments
Post a Comment