მეხუთე მეცადინეობა
ნაცვალსახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები დავიწყე მინილექციით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას როგორც სამეტყველო, ისე წერითი კულტურის დროს. მოსწავლეებს გავაცანი ნაცვალსახელთა ჯგუფები. გამოვიყენე საანალიზო სავარჯიშოები. ყურადღება გავამახვილებინე რამდენიმე საკითხზე: I და II პირის ნაცვალსახელთა თანდებულიან ფორმებზე; პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელთა გარჩევის ხერხებზე; ნაცვალსახელისა და არსებითი სახელის ბრუნებასა და ნაწილაკდართულ ნაცვალსახელთა თავისებურებებზე.
სავარჯიშო ანალიზისათვის:
მე და ჩემი მეგობრები ტყისკენ გავეშურეთ.
ერთი ვარდი ჩემკენაც გადმოაგდე!
ჩემს ძმას ჩემ გამო ნუ უსაყვედურებთ!
შენსა და ჩემ შორის რა უნდა იყოს საერთო?
მათ სახლი ააშენეს. მათმა ამბავმა გული მატკინა.
ყველა მოსწავლე კლასშია. დაფასთან ყოველი მოსწავლე გამოვა.
ვიღაც- ვიღაცები მოვიდნენ და რაღაც-რაღაცებს ეძებდნენ.
ერთი და იგივე ამბვი ორჯერ მომიყვა.
ერთსა და იმავე ამბავს ორჯერ ნუ მომიყვები!
ტექსტის რედაქტირება:
I-ჯგუფი
შენ ძმას გადაეცი ეს წიგნი. ჩემს შესახებ არაფერი უთხრა. ეს საიდუმლო შენ და ჩემს შორის დარჩეს. მათმა სახლი დაალაგეს. მათ გუნდმა გაიმარჯვა.ვიღაცეები კარს მოადგნენ. ერთიდა იგივე ბავშვმა ორჯერ დააგვიანა.
II-ჯგუფი
თქვენ სახლს ლამაზი ბაღი ამშვენებს. გოგონა შენს გამო არ წამოვიდა. მოხუცი შენსკენ წამოვიდა. მათმა ყვავილები დარგეს. მათ ამბავმა ყველა გააოცა. მაღაზიაში რაღაც-რაღაცეები შევიძინე.სახლს ერთი დაიმავე კაცი დარაჯობდა.
სახალისო აქტივობა ,,ინტერვიუ" გამოვიყენეთ გაკვეთილზე. მოსწავლეები, ნაცვალსახელის გამოყენებით, თავად უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს სასკოლო ცხოვრებიდან.
გაკვეთილის ბოლოს კი შექმნეს რესურსი:
არასწორია სწორია
ჩემსკენ ჩემკენ
შენსკენ შენკენ
თქვენს გამო თქვენ გამო
თქვენს შესახებ თქვენ შესახებ
ჩემ ძმას ჩემს ძმას
მათმა ააშენეს მათ ააშენეს
მათ ამბავმა მათმა ამბავმა
ვიღაცეები ვიღაცები
ერთი და იგივე ამბავმა ერთმა და იმავე ამბავმა

Comments
Post a Comment