Posts

სასკოლო ოლიმპიადა

სასკოლო - შემოქმედებითი   ოლიმპიადა საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა სამიზნე ჯგუფი:   IX-X კლასები პედაგოგი: მაია ფანჩულიძე                                                                           რეფლექსია სასკოლო ოლიმპიადისათვის მზადება 2017-2018 სასწავლო წლის სექტემბრიდან დავიწყე. ჩემ მიერ მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი IX –X კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. შევადგინე პროგრამა, რომელშიც განვსაზღვრე მიზნები, სტანდარტები და მიმართულებები.   პროგრამა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ესგ-ს მოთხოვნათა მიხედვით ( მიმართულებით:კითხვა და წერა. (IX.6; IX.9; IX.12; X.6; X.8;X.9; X.15; X.16).   ...

საწრეო მუშაობა - მოსწავლისა და მშობლის უკუკავშირი

Image
  მოსწავლეთა უკუკავშირი მშობელთა  უკუკავშირი

სასწავლო რესურსი

Image
სასწავლო რესურ სი   ,, იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის… “                                                               ინსტრუქცია                                                        სასწავლო რესურსი მოიცავს power point - ის პროგრამაში სლაიდებზე განთავსებულ ფოტომასალას,რუკებს, ისტორიულ ცნობებს,ინფორმაციებს სასულიერო პირებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ.                 ...

მერვე მეცადინეობა

Image
შემაჯამებელი მუშაობა კონკურსი ,,ვაზფურცელა" კონკურსის ინსტრუქცია მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად.თითოეულ  ჯგუფს მიეცემა    10-10 შეკითხვა. 5წუთის განმავლობაში მათ უნდა წარმოადგინონ პასუხები.  რამდენ  სწორ პასუხს  დააფიქსირებენ, იმდენი   ქულა მიენიჭებათ. ამის შემდეგ თითოეული გუნდი შეიმუშავებს კითხვებს და შეკითხვების დაფაზე ჩამოწერს 3 კითხვას. აქაც ქულათა რაოდენობა  სწორი პასუხებით განისაზღვრება. ჯგუფები მხატვრულ კითხვაშიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს, საუკეთესოს ჟიური წარმოადგენს . ამის შემდეგ   ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს დაუსვამენ შეკითხვებს. გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომელიც  ქულათა მაქსიმუმს დააგროვებს.

მეშვიდე მეცადინეობა

Image
მეშვიდე მეცადინეობა, რომელიც 8დეკემბერს ჩავატარე მიზნად ისახავდა  კედლის გაზეთის გამოშვებას.                                                                                                                           მოსწავლეთა ერთობლივი ძალისხმევით გაზეთში  -,,ვწეროთ ქართულად და ვიამაყოთ!"განთავსდა ინფორმაცია არსებითი,ზედსართავი, რიცხვითი,ნაცვალსახელის, თანდებულისა და კომპოზიტების მართლწერის შესახებ. მონაწილეებმა  გრამატიკის სახელმძღვანელოს დახმარებით შეავსეს კედლის გაზეთი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის  წესების თავმოყრას. ამგვარი თვალსაჩინოება , ვთვლი,რომ  ხელს შეუწყობს მართლწერის ნორმებთან დაკავშირებული საკითხების განმტკიცებას       ...

მეექვსე მეცადინეობა

Image
კომპოზიტების მართლწერა      ჯეოკაბინეტში ჩავატარე  წრის  მეცადინეობა.მოსწავლეებს გავახსენე რით განსხვავდება ძირეული, წარმოქმნილი და რთული სიტყვები ერთმანეთისაგან. თეორიული მასალის გაცნობით, სავარჯიშოების გამოყენებით, რთული სახელებისგან აბსტრაქტული სახელების წარმოებამ  კიდევ უფრო გაუღრმავა ცოდნა მოსწავლეებს კომპოზიტების მართლწერის შესახებ, ხოლო ტექსტის რედაქტირება  ინდივიდუალურად შეასრულეს. საბოლოოდ შექმნეს რესურსი. სასწავლო რესურსი რომელიც ჯეოკაბინეტში გამოვიყენე. რთული სიტყვების   (კომპოზიტების) მართლწერა კომპოზიტი ჰქვია რთულ სიტყვას, რომელიც ორი ან ორზე მეტი ფუძისგან შედგება. მაგალითად, დედა მარტივია, რადგან ერთი ფუძისაგან შედგება, დედაკაცი კი რთულია, რადგან ორი ფუძისაგან შედგება. ასეთს   რთული სიტყვა,   ანუ კომოზიტი ჰქვია. კომპოზიტი შეიძლება იყოს ერთცნებიანი ან ორცნებიანი. ეს რომ გავიგოთ , ორ კომპოზიტს დავაკვირდეთ: დედაკაცი ერთი ადამიანია, ამიტომ ის ერთმნიშვნელობიანია.დედ-მამა ორ აზრს, ორ მნიშვნელობას შეიცავს, ამ სიტყვაშ...