Posts

Showing posts from November, 2017

მეხუთე მეცადინეობა

Image
ნაცვალსახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები   დავიწყე მინილექციით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას  როგორც სამეტყველო, ისე წერითი კულტურის დროს. მოსწავლეებს გავაცანი ნაცვალსახელთა ჯგუფები. გამოვიყენე   საანალიზო სავარჯიშოები. ყურადღება გავამახვილებინე  რამდენიმე საკითხზე: I  და II პირის ნაცვალსახელთა თანდებულიან ფორმებზე; პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელთა გარჩევის ხერხებზე; ნაცვალსახელისა და არსებითი სახელის ბრუნებასა და ნაწილაკდართულ ნაცვალსახელთა თავისებურებებზე. სავარჯიშო ანალიზისათვის: მე და ჩემი მეგობრები ტყისკენ გავეშურეთ. ერთი ვარდი ჩემკენაც გადმოაგდე! ჩემს ძმას ჩემ გამო ნუ უსაყვედურებთ! შენსა და ჩემ შორის რა უნდა იყოს საერთო? მათ სახლი ააშენეს. მათმა ამბავმა გული მატკინა. ყველა მოსწავლე კლასშია. დაფასთან ყოველი მოსწავლე გამოვა. ვიღაც- ვიღაცები მოვიდნენ და რაღაც-რაღაცებს ეძებდნენ. ერთი და იგივე ამბვი ორჯერ მომიყვა. ერთსა და იმავე ამბავს ორჯერ ნუ მომიყვები! ტექსტის რედაქტირება: I-ჯგუფი შენ ძმას გადაეცი ეს წიგნი. ჩემს შ...

მეოთხე მეცადინეობა

Image
რიცხვითი სახელი მეოთხე მეცადინეობა მიზნად ისახავდა რიცხვით სახელთან დაკავშირებულ მართლწერის  საკითხებს. გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებმა ჩამოთვალეს რიცხვითი სახელები. მინილექციისა და ელექტრონული რესურსის გაცნობის  შემდეგ მოსწავლეებმა თავისუფლად შეავსეს ,,ცნების რუკა".ჯგუფებს დაევალათ წაეკითხათ წინადადებები, გამოეყოთ რიცხვითი სახელები და ესაუბრათ, რომელი სიტყვა გამოხატავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს. ამის შემდეგ მათ დაევალათ შეცდომებიანი ტექსტების გასწორება.საბოლოოდ კი შექმნეს რესურსი. სავარჯიშო ანალიზისათვის: მოსახლეობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ოთხმოცდამეთექვსმეტე ადგილზეა.  გრიგოლ ხანძთელი თავისი დაბადებიდან 102-ე წელს გარდაიცვალა.                                      ყოველი მე-1000 მყიდველი დაჯილდოვდება.                        ...

მესამე მეცადინეობა

Image
 მესამე მეცადინეობა მიზნად ისახავდა ზედსართავ სახელთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს . მინილექციით გაკვეთილის დაწყებამ და ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს ვენის დიაგრამა დამოუკიდებლად შეევსოთ. აღნიშნეს, რა საერთო მახასიათებლები აქვს არსებითსა და ზედსართავ სახელებს. მუშაობის პროცესში  პირველმა ჯგუფმა ჩამოწერა  ვინ და რა ჯგუფის სახელები, ხოლო  მეორე ჯგუფმა კი- ზედსართავი სახელები.                                                     ცოდნის განმტკიცების მიზნით მათ დაევალათ ზედსართავი სახელებით მდიდარი ტექსტის შექმნა. I ჯგუფი ჩვენი ეზო მზიანი დილა გათენდა. შემოდგომის ფერებით თავს იწონებდა ჩვენი ეზოს ხეები. წითელი, ყვითელი, მწვანე ფოთლები ნიავის  ქროლვაზე ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. მზის სხივებით გამთბარ ეზოში პატარა ბავშვები ჟრიამულობდნენ და აშრიალებდნენ ჩამოცვენილ, ყავისფერ ფოთლებს....

მეორე მეცადინეობა

Image
3 ოქტომბერს ჩავატარე წრის მეორე მეცადინეობა,რომელიც  ითვალისწინებდა თანდებულთან დაკავშირებულ  მართლწერის საკითხებს. გაკვეთილის დასაწყისში  გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებმა  გაიხსენეს თანდებულიანი ბრუნვები, შემდეგ კი მინილექციითა და ელექტრონული რესურსის გამოყენებით  (იხ. დანართი1)  ყურადღება გავამახვილებინე იმ წესებზე, რომელიც თავიდან ააცილებდა  მათ ენობრივი ნორმების დარღვევას. ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებს შევთავაზე თამაში ,,აკვარიუმი." ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ამოეღო ფერადი ბარათები აკვარიუმიდან, რომელზეც შეცდომებიანი წინადადებები იყო ჩამოწერილი (იხ. დანართი2). ჯგუფური მუშაობის  შედეგად   მოსწავლეებმა  რედაქტირებული სიტყვები   ჩამოწერეს ფლირჩატზე (იხ. დანართი3)  და ახსნეს წესის მიხედვით, ხოლო სტენდისათვის შექმნეს დამატებითი რესურსი(იხ. დანართი4) დანართი1 დანართი2-შეცდომებიანი სავარჯიშო გიორგი სააკაძემ ხმალი ქარქაში  ჩააგო. ეს სიტყვები გულში ისარისავით ჩამერჭო. გამწარებულმა ნინომ ...