Posts

Showing posts from October, 2017

პირველი მეცადინეობა

Image
პირველი მეცადინეობა 27 ოქტომბერს  ჩავატარე  წრის  პირველი მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზნები და მისაღწევი შედეგები, შემდეგ კი გაკვეთილი მინილექციით გავაგრძელე,რომელიც  მოიცავდა ენის რაობასა  და არსებით სახელთან დაკავშირეულ მართლწერის საკითხებს. მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო რომ ყოფილიყო ენის ნორმები,  წარვუდგინე ელექტრონული რესურსი(იხ.დანართი1). აღვნიშნავ, რომ გეგმით გათვალისწინებული არ მქონდა გონებრივი იერიში,გაკვეთილის მსვლელობიდან გამომდინარე მიზნად მივიჩნიე ზემოაღნიშნული აქტივობის გამოყენება,რისი მეშვეობითაც ბავშვებმა გაიხსენეს არსებითი სახელის ბრუნება, კუმშვა, კვეცა. ყურადღება გავამახვილებინე ადამიანთა საკუთარ სახელთა  და გვართა ბრუნებაზე. მოსწავლეებს, რომლებიც ორ  ჯგუფად მყავდა დაყოფილი, დავურიგე სავარჯიშოები ანალიზისათვის(იხ.დანართი 2). მათ უნდა ამოეცნოთ შეცდომები და  აეხსნათ ისინი. ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე სახალისო თამაში ,,მებაღე“, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჩამოეთვალათ ხილის სახელწოდებები, ჩაესვათ ბრუნვებში...

საწრეო მუშაობის პროგრამა

სსიპ ტყიბულის 1-ლი საჯარო სკოლა წრის     დასახელება  : ,, ვწეროთ ქართულად და ვიამაყოთ!“ წრის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ფანჩულიძე მიზნობრივი ჯგუფი: VII   კლასი საწრეო    მუშაობის    მიზნები:                                                                                                            მოსწავლეთა   ცოდნის   გაღრმავება   ესგ - ს   მოთხოვნების ...