საწრეო მუშაობის პროგრამა

სსიპ ტყიბულის 1-ლი საჯარო სკოლა
წრის  დასახელება : ,,ვწეროთ ქართულად და ვიამაყოთ!“
წრის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ფანჩულიძე
მიზნობრივი ჯგუფი:VII კლასი
საწრეო  მუშაობის  მიზნები:                                                                                                           
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ- მოთხოვნების მიხედვით (VII.13.).                                                                                                                                                                           
·        გაეცნობიან თეორიულ მასალას ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური საკითხების შესახებ.                                                                                                                                                                                          
·        განიხილავენ შეცდომებსა და ახსნიან გრამატიკული წესის მიხედვით.                                                                                                                     
·        მოსწავლეები შეძლებენ ენობრივი ნორმებისა და მართლწერის  წესების დაცვას.                                                                                                                                                             
·        გააცნობიერებენ მართლწერის მნიშვნელობასა   და გამოიყენებენ პრაქტიკაში.
·        მოსწავლეები შექმნიან ტექსტებს, რესურსებს ენობრივი ნორმების დაცვით.
მეცადინეობის ხანგრძლივობა:   კვირაში ერთი აკადემიური საათი;
შეხვედრისათვის საჭირო დღე: პარასკევი, VI გაკვეთილი;                                                                                                                                     
      ნებისმიერი ქართველისათვის ენის  სიწმინდის დაცვა უმნიშვნლოვანესია.სასკოლო ცხოვრებაში ქართული საუნჯის დაუფლება  სწავლების ძირითადი ამოცანაა.ჩემი მიზანი იყო გამეგო, თუ რამდენად სწორად იყენებს მოსწავლე პრაქტიკაში ენობრივ ნორმებს.  წინა წლებში მიღებული  შედეგების  გათვალისწინებით, საბაზო საფეხურის ბავშვებს  უჭირთ ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური  მართლწერის წესების დაცვა. ამ მიზნით გადავწყვიტე   VII  კლასში საწრეო მუშაობის  ჩატარება. მიმაჩნია, რომ  დამატებითი  გაკვეთილები მოსწავლეებს  გაუღრმავებს ცოდნას  ენის საკითხებთან დაკავშირებით,შეისწავლიან  ორთოგრაფიის, სახელთა ბრუნების,  თანდებულების მართლწერის წესებს.  გამოუმუშავდებათ  წერის კულტურის უნარები.
 სწავლება სახალისო რომ იყოს, გამოვიყენებ სხვადასხვა სახის აქტივობებს: საილუსტრაციო და სავარჯიშო მასალებს, ტესტებს,რაც დაეხმარებათ  სწორად ამოიცნონ შეცდომები  და თავად მოახდინონ ტექსტის რედაქტირება. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში.   წინნასწარ მიცემული სიტყვების მეშვეობით შექმნიან ტექსტებს. თითოეული მეტყველების ნაწილთან  დაკავშირებულ მართლწერის საკითხებზე კი -  რესურსს.მუშაობის პერიოდში სტენდზე წარმოადგენენ თვალსაჩინოებებს ქართული ენისათვის მისაღები ფორმების შესახებ; გამოუშვებენ კედლის გაზეთს: ,,ვწეროთ ქართულად და ვიამაყოთ!“აღნიშნული რესურსები არა მარტო მონაწილეებისათვის იქნება საინტერესო, არამედ   სხვადასხვა ასაკის მოზარდებისათვის. ცოდნის შესაჯამებლად კი ჩავატარებ ვიქტორინას: ,,ვაზფურცელა“
  მრავალფეროვანი სავარჯიშოებითა და დავალებებით მოსწავლეები გაითავისებენ ქართული ენის ორთოგრაფიისა და მორფოლოგიის პრინციპებს,  როგორც სწორი და ზუსტი წერითი მეტყველების აუცილებელ პირობას, რაც საშუალებას მისცემთ სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენონ სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე სიტყვები ზეპირსა და წერით მეტყველებაში,დაიცვან სალიტერატურო ენის ნორმები,დაეუფლონ ქართული სიტყვის კულტურას.



საწრეო მუშაობის პროგრამა
N
თვე და რიცხვი
სამუშაო  პროგრამა
აქტივობა
რესურსი

1

27 ოქტომბერი
·   საწრეო  მუშაობის მიზნების გაცნობა.
·   ენის რაობა.                                    
·   არსებით სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
·       მინილექცია
·       სავარჯიშოები ანალიზისათვის.
·       დიდაქტიკური თამაში ,,მებაღე“ 
·       ტექსტის შექმნა
·       რესურსის შექმნა
სახ.-ნ.შარაშენიძე-მორფოლოგია.
მასწ.ბიბლიოთეკა-,,ინტერაქტიული გაკვეთილები“.
ელექტრ.პრეზენტაცია (Power point)
ფლირჩატი
მარკერი

2

3ნოემბერი
·   თანდებულთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები

·       გონებრივი იერიში
·       მინილექცია
·       ამაში ,,აკვარიუმი“
·       რესურსის შექმნა
სახ.-ნ.შარაშენიძე
ბარათები
ფლირჩატი
მარკერი ელექტრ.პრეზენტაცია (Power point)


3

10ნოემბერი
·   ზედსართავ სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები;
·       მინილექცია;
·       ვენის დიაგრამა
·       ტექსტის შექმნა
·       რესურსის შექმნა
სახ.-ნ.შარაშენიძე
ფლირჩატი მარკერი
ბარათები
ელექტრ.პრეზენტაცია (Power point)


4

17ნოემბერი
·   რიცხვით სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
·       გონებრივი იერიში
·       მინილექცია
·       სავარჯიშოები ანალიზისათვის
·       ,,ცნების რუკა“
·       რესურსის შექმნა
სახ.-ნ.შარაშენიძე
ფლირჩატი მარკერი
ბარათები
ელექტრ.პრეზენტაცია (Power point)

5

24ნოემბერი
·   ნაცვალსახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები;                                
·       მინილექცია
·       ტექსტის რედაქტირება
·       ,,ინტერვიუ“
·       რესურსის შექმნა
სახ.-ნ.შარაშენიძე
ფლირჩატი
მარკერი ელექტრ.პრეზენტაცია (Power point)


6

1დეკემბერი

·   კომპოზიტების მართლწერა;
·       მინილექცია;
·       სავარჯიშოები ანალიზისათვის.
·       ტექსტის რედაქტირება;
·       რესურსის შექმნა
სახ.ნ.შარაშენიძე
ჯეოკაბინეტი
ელექტრონული
სავარჯიშოები

7

8დეკემბერი
·   კედლის გაზეთის გამოშვება:,,ვწეროთ ქართულად და ვიამაყოთ!“


·       გონებრივი იერიში
·       წერის სახელოსნო
სახ.შარაშენიძე ვატმანი
მარკერი
დეკორატიული ქაღალდები
წებო,მაკრატელი.

8

15დეკემბერი

ვიქტორინა ,,ვაზფურცელა“
კითხვა-პასუხი
,,შეკითხვების დაფა“
პოეზიის ხუთი წუთი
ბლიც-ინტერვიუ

ბარათები.
ფლირჩატი
მარკერი




Comments

Popular posts from this blog

მეექვსე მეცადინეობა

მესამე მეცადინეობა

პირველი მეცადინეობა